1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიცრუის დიდი გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩასვლა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი, ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება -გიორგი ვოლსკი
ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიცრუის დიდი გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩასვლა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი, ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება -გიორგი ვოლსკი

ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიცრუის დიდი გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩასვლა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი, ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება -გიორგი ვოლსკი

216
0

ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიცრუის დიდი გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩასვლა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი, ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.

„ღალატი ჩვეულებრივ პროფესიად იქცა. ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა სიცრუის დიდ გუდას შეკრავ და ამ გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩახვალ. შემდეგ, გუდას თავს მოხსნი და რასაც გინდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბრობ. თითქოს, ეს ქვეყნის შიგნით ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციას აკმაყოფილებს და ვიღაცას გულს უფხანს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ქვეყნის წინააღმდეგ აშკარა მოქმედებებია. არა მხოლოდ ღია მოქმედებებზეა საუბარი, აქ საუბარია კონსპირაციაზეც, რომელიც ძალიან ადვილად იკითხება მაშინ, როდესაც სიღრმისეულად გაანალიზებ ვითარებას – ვის უნდა ომი? რისთვის არის ეს ომი საჭირო? რა სჭირდება ევრობიუროკრატიის გარკვეულ დონეებს? აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის რესურსი რისკენ არის მიმართული და ამას ემსახურები. ზედაპირზე სულ სხვა რიტორიკა გამოგაქვს, თითქოს დემოკრატიის სამსახურში ხარ, მაგრამ სინამდვილეში, ფარდის მიღმა აწარმოებ ქვეყნის ისეთ საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქვეყნის საომარ ცეცხლში შეყვანაზე. რასაკვირველია, ეს ქვეყნის ღალატია, რაც პროფესიად იქცა. ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება. რასაკვირველია, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა იყოს და ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების რაიმე მექანიზმი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან“.