1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

816
0

საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ სარჩელი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენის და მათი საქმიანობის გამოძიების მოთხოვნას ეხება. მისივე თქმით, სარჩელი 2012 წლის შემდეგ ოპოზიციის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულს მოიცავს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განმარტებით, სარჩელის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მიმართ, მინიმუმ, შვიდი მუხლით გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენა და მათი საქმიანობის გამოძიება, მთლიანად პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა. ამისთვის, როგორც საზოგადოებას დავპირდით, მოვამზადეთ შესაბამისი მასალები იმ საჯარო განცხადებათა და მოქმედებათა ჯაჭვის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; რომელსაც ჩადიოდა ქვეყანაში ოპოზიციად წოდებული ოთხი პარტია და მათი თანამზრახველები და რომელიც მთლიანად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავით გათვალისწინებულ მუხლებს. ეს მუხლები გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ერთობლიობას. ეს არის სისხლის სამართლის დაახლოებით შვიდი მუხლი, რომელთა მიზნობრიობასაც, შეიძლება, შეესაბამებოდეს იმ დანაშაულებითა ერთობლიობა, რომელსაც წლების განმავლობაში ოთხ ოპოზიციურ პარტიად წოდებული ორგანიზაციები ანუ ჯაშუშური ქსელი ჩადიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.