რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის
ვერძი
ეს დღე შემოქმედი ვერძებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. სასურველია, მთელი ყურადღება იმ საქმეების დასრულებისკენ მიმართოთ, რომლებსაც ფიზიკური შრომა სჭირდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს – გამორიცხული არ არის, რომ თქვენგანმა დაშორება გადაწყვიტოს. გირჩევთ საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.
კურო
შეწსანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცემ და უყურადღებობამ შეიძლება თქვენი ყველა მიღწევა გაანადგუროს. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება.
ტყუპები
იქნებ ცოტა ხნით მუშაობის შესახებ დაივიწყოთ და თავი მთლიანად გრნობებს მიუძღვნათ? ეცადეთ, რომ რეალობისა და ობიექტურობის გრძნობა არ დაკარგოთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, ეს დღე საუკეთესოა მათთან შესახვედრად. დაეხმარეთ ახლობელს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. გირჩევთ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. იზრუნეთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე – დასაწყისისთვის, მავნე ბურგერები ჯანსაღი კვებით ჩაანაცვლეთ.
ლომი
სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. მოერიდეთ ნაჩქარევი დაპირების გაცემას, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და დიდი ხნით არ დაკარგოთ მხედველობიდან. ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია, ამიტომ სიურპრიზებისთვის მზად უნდა იყოთ.
ქალწული
მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას, რაც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ნუ მოდუნდებით, რადგან ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის დასრულება გელით.
სასწორი
ამ დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს და საღამო სიყვარულს და გართობას დაუთმეთ.
მორიელი
მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ეცადეთ ცდუნებებს გაუმკლავდეთ და ფინანსები უფრო გონივრულად მართოთ. უფროსებთან რთული საუბარი ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ უნებურმა შეცდომამ მთელი თვის შრომა წყალში არ ჩაგიყაროთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ ეწოლას და უხეშობას, რადგან ამას საპასუხო აგრესია მოჰყვება. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.
თხის რქა
მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. გირჩევთ დღესვე გამორიცხოთ ხორცი თქვენი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ. თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ და მუშაობის გაგრძელება გიჭირთ, სასწრაფოდ შვებულება აიღეთ.
მერწყული
ეცადეთმ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. გადაღლილი ხართ და სამუშაო ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. დროა, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. სასურველია, რომ დღესვე უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და ვარჯიში დაიწყოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული თევზებისთვის. შეიძლება ოჯახის წევრის გამო ბევრი ინერვიულოთ, მაგრამ ამბავი მშვიდობით დასრულდება. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია.