იმედი მაქვს, რომ ისტორიაში პირველად არ ვნახავთ პრაქტიკაში რეალიზებულ გამონათქვამს, რომ ვიღაც საკუთარ სკამს ჩაებღაუჭა – შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
იმედი მაქვს, რომ ისტორიაში პირველად არ ვნახავთ პრაქტიკაში რეალიზებულ გამონათქვამს, რომ ვიღაც საკუთარ სკამს ჩაებღაუჭა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვთ ღირებულებითი საფუძველი, „განსაკუთრებულად მოსწონთ, როდესაც ვინმე გარედან აქებთ, ან საქართველოს გარედან ვინმე დაძრახავს“.
„იმედი მაქვს, რომ ისტორიაში პირველად არ ვნახავთ პრაქტიკაში რეალიზებულ გამონათქვამს, რომ ვიღაც საკუთარ სკამს ჩაებღაუჭა. ამ სურათს თუ დაგვანახებს როგორ ებღაუჭება თავის სავარძელს, ალბათ ერთს გავიცინებთ ქართველები და გავაგრძელებთ ჩვენს დიდ ისტორიას. ოპოზიციის გეგმაა მტრობა და სიძულვილი. ეს აქციები იკვებება სიძულვილისგან. ჩანდა ევროპის სახელით როგორ უვარდებიან სასულიერო პირს, სადაც დედას მიუვარდნენ, კარგად ხედავდნენ ევროპის სახელით როგორ ესროდნენ ქვებს. როცა ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მათ არ აქვთ ღირებულებითი საფუძველი. განსაკუთრებულ ექსტაზში ვარდებიან, როცა გარედან ვინმე შეაქებს, ან საქართველოს გარედან დაძრახავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.