1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

300
0

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

სანქციების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ინფორმაციის თანახმად, სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

მათივე ცნობით, სასანქციო სიაში მოხვდა რუსული თავდაცვის კომპანიები და გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირებაზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავლებს აწვდის რუსეთის მთავრობას. სიაში ასევე შედის ქიმიური ქარხანა, რუსული სამოქალაქო ავიაკომპანია, რომელიც წარმოადგენს რუსეთის არმიის ლოგისტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან მიმწოდებელს.

ამასთან, ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები (მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა) სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც, რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ.