1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოვლენ”- ადვოკატი
“სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოვლენ”- ადვოკატი

“სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოვლენ”- ადვოკატი

1.06K
0

აშშ-დან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ  კლინიკა “ვივამედში” სააკაშვილის მონახულების შემდეგ  განაცხადა.

მისი თქმით,  ამ ეტაპზე საკითხის ტექნიკური ნაწილია მოსაგვარებელი.

„აშშ-დან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს.
მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს. ალბათ, 2 დღე გაგრძელდება, შეიძლება კვლევაც ჩატარდეს საქმის გარემოებიდან გამომდინარე და შემდეგ, აშშ-დან და შვეიცარიიდან ერთობლივი დასკვნა დაიდება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ წონაში საგრძნობლად იკლებს და ბოლო პერიოდში წნევა, სიცხე აწუხებდა.
„მითხრა, რომ ჯანმრთელობის კუთხით კარგად არ არის, ეს დღეებია სიცხე ჰქონდა, წნევა ჰქონდა მაღალი, კიდევ ანთებითი პროცესია განვითარებული, ექიმები ყურადღებას აქცევენ და სათანადო მკურნალობას უტარებენ, მათი კმაყოფილი იყო. დაინტერესდა ამერიკელი ექსპერტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას თუ გასცემდა და რა ხდებოდა ამ კუთხით. ძირითადად ამაზე იყო საუბარი“,-განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წარმოუდგენელია“, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა:

„ნეტარ არიან მორწმუნენი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ამ თემაზე თითქმის არ გვილაპარაკია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.