1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო რუსეთს არასდროს დანებდება -პრეზიდენტი
საქართველო რუსეთს არასდროს დანებდება -პრეზიდენტი

საქართველო რუსეთს არასდროს დანებდება -პრეზიდენტი

274
0

ეს ქვეყანა რუსეთს არასდროს დანებდება, ამ ქვეყანას დემოკრატია, თავისუფლება, ევროპა და ახალი არჩევნები სურს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა.

„სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს დღეში რამდენჯერმე ვესაუბრები. ვესაუბრები ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს, ვესაუბრები პოლონეთის პრეზიდენტს, ვესაუბრები ახალ ევროკომისიას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ყველა მათგანს ერთ რამეს ვეუბნები, რომ ეს ქვეყანა რუსეთს არასდროს დანებდება, რომ ამ ქვეყანას დემოკრატია, თავისუფლება, ევროპა და ახალი არჩევნები სურს, რათა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ასე არ იყო, შეეძლოს იმის თქმა თუ საით სურს წასვლა და ეს არის უფლება, რომელიც ევროპაში ყველას უნდა ჰქონდეს. საქართველომ ეს დაიმსახურა, ამისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდა, გამძლე იყო ოკუპირებული ტერიტორიებითაც კი და ქართველი ხალხი ამ უფლებას იმსახურებს, მიუახლოვდეს ევროპას და საბოლოოდ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლების უფლებას არ წარმოადგენს, რადგან იგი არ აურჩევიათ.

„ეს ხელისუფლების უფლება არ არის, რომელიც არ აურჩევიათ, რადგან არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების უფლება არ არის შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და საქართველოს მომავალი, რადგან მათთვის ამისთვის მანდატი არავის მიუცია, საკუთარ მხარდამჭერებსაც კი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.