1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  საქართველოში გავგზავნით ტექნიკურ მისიას, ასევე მოვიწვევთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე -ჯოზეფ ბორელი
 საქართველოში გავგზავნით ტექნიკურ მისიას, ასევე მოვიწვევთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე -ჯოზეფ ბორელი

 საქართველოში გავგზავნით ტექნიკურ მისიას, ასევე მოვიწვევთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე -ჯოზეფ ბორელი

299
0

ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის  სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს უახლესმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარე მთავრობის პირობებში. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირის გზას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და ქვეყნის მიზანს, იყოს ევროკავშირის გზაზე.
ჩვენ ყველას ერთი რამ გვინდა საქართველოსთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ეს მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ საქართველოში გავგზავნით მისიას, ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს. მთავრობამ უნდა გადამწყვეტი ცვლილებები განახორციელოს. საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირთან ურთიერთობაში კონკრეტული ცვლილებების გარეშე. ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის  სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ მოვიწვევთ საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე. და საქართველოს ხალხს მინდა გავუმეორო, რაც გასულ წელს ჩემი საქართველოში ვიზიტისას ვთქვი: ევროკავშირის კარი ღია დარჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი კანონის უზენაესობის პატივისცემისა და ძირითადი პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის იმისა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, გავლენას მოახდენს მის ევროინტეგრაციის გეგმაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის მიერ საქართველოში მისიის გაგზავნის შესახებ დამატებით დასმულ კითხვაზე, ბორელმა აღნიშნა, რომ მისია იქნება ტექნიკური ხასიათის.

„ეს იქნება ტექნიკური მისია. ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ, გაანალიზდეს სიტუაცია ადგილზე, რა მოხდა არჩევნებზე და ეს ინფორმაცია უნდა იყოს თანმიმდევრული“, – აღნიშნა ბორელმა.