1. Home
  2. TOP სიახლე
  3. წაგება ისწავლეთ, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას, საქართველოს უფლება აქვს, თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს -ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა
წაგება ისწავლეთ, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას, საქართველოს უფლება აქვს, თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს -ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა

წაგება ისწავლეთ, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას, საქართველოს უფლება აქვს, თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს -ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა

506
0

საქართველოს უფლება აქვს, თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს და დემოკრატიული რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ განაცხადა.

„კოლეგებო, წაგება ისწავლეთ. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას. მინდა, სამი რამ ვთქვა. პირველი, საქართველოში არჩევნებამდე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მიუკერძოებელი ვართ, რომ მიუკერძოებლად ვაკვირდებოდით არჩევნებს. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვფიქრობ არჩევნებზე, რადგან მიუკერძოებელნი არ ვართ“, – აღნიშნა ლუბოშ ბლაჰამ.

მისივე თქმით, საქართველოს უფლება აქვს ითანამშრომლოს რუსეთთან, რადგან მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულია

„ვფიქრობ, რომ იმპერიალისტური მიდგომაა, აიძულო საქართველო, რუსეთის მიმართ აგრესიული იყოს. რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით, უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს. ვინაიდან მათ ეს არ სურთ, გვსურს, დავსაჯოთ ისინი. ეს ამორალურია. მესამე რიგში, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ქართველებზე ზრუნავს, თუმცა ორი კვირის წინ, პლენარულ სესიაზე მხოლოდ თარჯიმნები და ხუთი ევროპარლამენტარი იყო. ასე რომ, მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ საქართველოს უფლება აქვს, თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს და დემოკრატიული რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს. ასე რომ, გთხოვთ, ეცადოთ ამას ერთხელ“, – განაცხადა ლუბოშ ბლაჰამ.