1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსთავში კორპუსის მე-4 სართულიდან კაცი გადავარდა და გარდაიცვალა
რუსთავში კორპუსის მე-4 სართულიდან კაცი გადავარდა და გარდაიცვალა

რუსთავში კორპუსის მე-4 სართულიდან კაცი გადავარდა და გარდაიცვალა

412
0

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა, ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. 

 

როგორც “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი, რომელიც მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“როგორ გადმოვარდა მე არ ვიცი. კაცმა გაიარა და მითხრა გუსია გადმოვარდა ზევიდანო. გამოვიქეცი და დავინახე, რომ წევს, დედამისი კი აგერ გაჩერებაზე იჯდა. მისი და მოვიდა და საავადმყოფოში გაჰყვა. მე-4 სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო რომ მოვიდა სუნთქავდა, მერე დავინახე, რომ აღარ. ჩაუტარეს დახმარება და წაიყვანეს. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო”,- განუცხადა ადგილობრივმა “ინფო რუსთავს”.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

 

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განაცხადა, რომ მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.