უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 42 340-მდე სამხედრო დაკარგა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 42 340 სამხედრო
  • ტანკები - 1811
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 4070
  • საარტილერიო სისტემები - 960
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 261
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 132
  • თვითმფრინავი -  223
  • ვერტმფრენები - 192
  • გემები / ნავები - 15
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 754
  • სპეციალური აღჭურვილობა - 86