1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 30  წელი სიყვარულით – “ავერსი”!
30  წელი სიყვარულით – “ავერსი”!

30  წელი სიყვარულით – “ავერსი”!

171
0

30  წელი სიყვარულით – „ავერსი“!

30  წლის წინ ალექსანდრე ყაზბეგის 5 ნომერში პატარა აფთიაქი გაიხსნა, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ 22 დასახელების მედიკამენტები იყიდებოდა. სწორედ ამ აფთიაქით დაიწყო კომპანია „ავერსის“ სპირალური აღმასვლის ისტორია („ავერსი“ ლათინური სიტყვაა და სპირალურ აღმასვლას ნიშნავს).

ამჟამად „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა. საქართველოში ის 350 აფთიაქს, საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი-რაციონალს“, მსოფლიო დონის კლინიკათა ქსელ „ავერსის კლინიკას“, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ და  სადაზღვევო კომპანია „ალფას“ აერთიანებს.

კომპანიაში 12000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ის ერთ-ერთი  ყველაზე დიდი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელი დღეს ყველაზე თანამედროვე სააფთიაქო ქსელია დაბალი ფასებით.

ავერსის აფთიაქებში დაგხვდებათ:

  • თვითმომსახურების აპარატები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს სწრაფად, მარტივად და ურიგოდ შეუძლია დარბაზში განთავსებული პროდუქციის შეძენა;
  • წნევის გასაზომი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, თავად მოემსახუროს საკუთარ თავს;
  • საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვები ელექტრონული თამაშებით ერთობიან.
  • ერთ-ერთ ფილიალში უკვე ფუნქციობს სააფთიაქო რობოტიც, რომელიც ფარმაცევტის დამხმარის როლს ასრულებს. ის აგროვებს მედიკამენტებს და ზოგავს როგორც ფარმაცევტების, ისე მომხმარებლების დროს.

თავის დაბადების დღეს „ავერსი“ საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს შემდეგ აქციებს:

  • 14 ნოემბერი ცხადდება ფასდაკლების დღედ. იმოქმედებს ფასდაკლება როგორც მედიკამენტებზე, ისე არამედიკამენტებზეც.
  • 14-დან 23 ნოემბრის ჩათვლით სახისა და სხეულის მოვლის ევროპული და აზიური პრემიუმკლასის ბრენდების პროდუქცია გაიყიდება 50%-იანი ფასდაკლებით.
  • 14-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე გაყიდვად 40 პროდუქტზე იმოქმედებს წლის საუკეთესო ფასი.
  • 14-დან 30 ნოემბრის ჩათვლით მყიდველს ელის საუკეთესო შეთავაზებები ბავშვთა კვების ყველა ბრენდზე. გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობის შენაძენზე მომხმარებელი დასაჩუქრდება.
  • 13 და 15 ნოემბერს ბავშვთა საფენებზე ცხადდება წლის საუკეთესო აქციები.
  • 14 ნოემბერს გაიმართება „ავერსისა“ და თი-ბი-სის ერთობლივი აქცია: კომპანიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ავერსის“ აფთიაქებში თი-ბი-სი ბანკის ნებისმიერი ბარათის გატარებისას 30-ლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 30 ლარს.

„ავერსის“ მთავარი ღირებულება ადამიანია და კომპანიის ყოველი ნაბიჯი მისი სიყვარულით არის შთაგონებული.

30 წელი სიყვარულით – „ავერსი“!