1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “21-ე საუკუნის ნოსტრადამუსი” და ხელოვნური ინტელექტი კამალა ჰარისის გამარჯვებას პროგნიზირებენ”- ავთანდილ წულაძე
“21-ე საუკუნის ნოსტრადამუსი” და ხელოვნური ინტელექტი კამალა ჰარისის გამარჯვებას პროგნიზირებენ”- ავთანდილ წულაძე

“21-ე საუკუნის ნოსტრადამუსი” და ხელოვნური ინტელექტი კამალა ჰარისის გამარჯვებას პროგნიზირებენ”- ავთანდილ წულაძე

808
0

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ფინალს უახლოვდება, მაგრამ კითხვაზე, ვინ გაიმარჯვებს, ჯერ არ არის პასუხი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებში 1-2%-იან განსხვავებას, რაც სტატისტიკურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს.

ამერიკული „პროექტი 538“ აყალიბებს არჩევნების სცენარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ანალიზზე დაყრდნობით. ახალი მოდელირების მონაცემები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს გამარჯვების 51%, ხოლო კამალა ჰარისს – 49%. https://projects.fivethirtyeight.com/2024-election-forecast/

თუმცა, გამოკითხვების სტატისტიკური შეცდომის გათვალისწინებით, მათ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზი არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ფაქტობრივად, სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაფუძნებული სცენარის მოდელი კანდიდატებისთვის თანაბარ შანსებს აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები არჩევნების ბოლო დღეს ჩამოყალიბდებიან ვის მისცენ ხმა.

რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ Hi-Tech Mail-მა ჩაატარა გამოკითხვა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე: GPT-4o, Perplexity PRO, Google Gemini, Microsoft Copilot და GigaChat. https://hi-tech.mail.ru/news/116844-nejroseti-predskazali-rezultaty-vyborov-v-ssha/

ნეირონულმა ქსელებმა Gemini-მა და Copilot-მა პროგნოზების გაკეთებაზე უარი განაცხადეს. GPT-4o-ს მიხედვით, გაიმარჯვებს კამალა ჰარისი. ხელოვნური ინტელექტი მიიჩნევს, რომ ჰარისის მთავარი კოზირი ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაა. კამალა ჰარისი თავის საარჩევნო კამპანიას ამახვილებს სოციალური სამართლიანობის იდეებზე და დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე. GPT-4o თვლის, რომ ეს ახალი ამომრჩევლების ხმებს იზიდავს.

ხელოვნური ინტელექტი ასევე თვლის, რომ ჰარისის კამპანიის ფინანსური უპირატესობა გააძლიერებს მის პოზიციას მერყევ შტატებში. კამალა ჰარისმა თავისი საარჩევნო კამპანიისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. კამალა ჰარისის სპონსორები არიან ისეთი გავლენიანი ფიგურები, როგორებიცაა მაიკლ ბლუმბერგი და ბილ გეითსი.

ნეირონული ქსელი Perplexity აღნიშნავს დონალდ ტრამპის უპირატესობას ეკონომიკურ საკითხებში. ტრამპს აქვს უპირატესობა მუშათა კლასსა და სოფლის მცხოვრებთა შორის. თუმცა, Perplexity მიანიშმებს, რომ ტრამპი რადიკალური რიტორიკით აშორებს გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს. გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისთვის ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ასევე რისკის ფაქტორია. Perplexity ასევე ტრამპის ასაკს სისუსტედ მიიჩნევს. ნეირონული ქსელი მივიდა დასკვნამდე, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს კამალა ჰარისი.

რუსული ნეირონული ქსელი   GigaChat-იც თვლის, რომ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს. GigaChat თავის პროგნოზს ეყრდნობა სამხრეთ კაროლინას შტატში არსებულ სიტუაციას, სადაც უპირატესობა ჰარისს აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის შტაბი შეშფოთებულია სოციოლოგიური მონაცემებით, რომელიც აჩვენებს ჰარისის უპირატესობას მდედრობითი სქესის ამომრჩეველთა შორის. სიტუაციის გამოსწორების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. CNN-ის სტატიაში მოყვანილია ABC News/Ipsos-ის გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც კამალა ჰარისი 14%-ით უსწრებს დონალდ ტრამპს ქალ ამომრჩევლებს შორის. გარდა ამისა, ადრეულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ქალების 55%-მა და მხოლოდ კაცების 45%-მა. https://edition.cnn.com/2024/11/01/politics/trump-women-voters-gender-gap-harris/index.html

წინასაარჩევნო კამპანიაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს იმ ფაქტმა, რომ აშშ-ში სტატისტიკურად მეტი ქალია და ისინი უფრო აქტიურად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. კამალა ჰარისი ყურადღებას ამახვილებს ქალთა უფლებებზე აბორტზე. ისეთი ცნობილი „ვარსკვლავები“, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, ბიონსე და ჯენიფერ ლოპესი კამალა ჰარისს უჭერენ მხარს. ტეილორ სვიფტის ინსტაგრამის პოსტმა ჰარისის მხარდასაჭერად 11 მილიონზე მეტი „ლაიქი“ დაიმსახურა. ბიონსე და ლოპესი სიტყვით გამოვიდნენ ჰარისის კამპანიის აქციებზე ქალთა უფლებების მხარდასაჭერად.

ამერიკელი ისტორიკოსი ალან ლიხტმანი ცნობილია არჩევნების შედეგების სწორად პროგნოზირებით ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ლიხტმანმა შექმნა „13 გასაღების“ მეთოდოლოგია. ლიხტმანის „გასაღებები“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამომრჩევლების არჩევანზე. მაგალითად: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტაბილურობა, კანდიდატის ქარიზმა და ა.შ.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “21-ე საუკუნის ნოსტრადამუსი”, როგორც ლიხტმანს უწოდებენ, ჰარისის გამარჯვებას პროგნოზირებს. მას მიაჩნია, რომ კამალა ჰარისს აქვს თეთრი სახლის 8 „გასაღები“, დონალდ ტრამპს კი მხოლოდ 3. https://www.nj.com/politics/2024/11/the-greatest-presidential-predictor-has-made-his- final -pick-for-trump-vs-harris-who-will-win.html

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი არჩევნების პროგნოზირების მსგავს მეთოდოლოგიას იყენებს – საარჩევნო კამპანიაზე გავლენის ძირითადი ფაქტორების ანალიზს. ამიტომ ალან ლიხტმანისა და ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები ერთმანეთს ემთხვევა. რამდენად მართალია “ნოსტრადამუსის” და ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი