10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მშვენიერი დღეა მგზავრობისთვის. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში კი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 10 ოქტომბერს დრო თვითგანათლებას და ახალი უნარების ათვისებასაც დაუთმოთ, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
კურო
ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ადრე შესრულებული სამუშაოს შედეგებით დატკბეთ. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ კარიერაზე იზრუნოთ და მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ღონისძიებაში, რომელიც კოლეგებში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ახალმა პროექტმა ძველის მიტოვება გაიძულოთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ახალი ნაბიჯები უფრო წარმატებული იქნება, შანსი უნდა გამოიყენოთ.
ტყუპები
მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. ეცადეთ ოჯახსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ და არც საკუთარი საჭიროებები დაივიწყოთ. თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია, რადგან წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ და რასაც მოისურვებთ, ყველაფერს აღწევთ. მთავარია, ნეგატიური აზრები თავში არ გაივლოთ. ეცადეთ, დატვირთული დღის ბოლოს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ და, რაც მთავარია, უცნობებისგან თავი შორს დაიჭიროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს პასუხისმგებლობის აღება, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება და ცვლილებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. საყვარელი ადამიანების რჩევები ძალიან გამოგადგებათ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა კი, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, დრო კულტურული დასვენებისთვისაც გამონახოთ – შეგიძლიათ, საღამოს გამოფენაზე, კონცერტზე ან თეატრში წასვლა დაგეგმოთ.
ლომი
ეს დღე წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. უსმინეთ საკუთარ თავს და ენერგია საკუთარი სურვილებისკენ მიმართეთ. კოლეგები თქვენი კარგი მოკავშირეები გახდებიან. ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ნუ მისცემთ უფლებას, რომ თქვენი პირადი საზღვრები დაარღვიონ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანებისთვის რაღაც ძალიან სასარგებლო გააკეთოთ.
ქალწული
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ. ერთი შეხედვით ძალიან რთული და ჩახლართული საკითხი ადვილად მოგვარდება. მშვენიერი დღეა საბინაო საკითხების მოგვარებისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და ძველი ნივთების გადაყრისთვის. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სირთულეებს რამდენად სწრაფად დაძლევთ.
სასწორი
თუ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლით, სტრესული დღე გელით. გირჩევთ, პრობლემას მეორე მხრიდან შეხედოთ და გამოცდილ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელსაც თქვენი სიბრძნის და დიპლომატიური უნარების დახმარებით დაძლევთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მიღებისგან.
მორიელი
რაღაც მოვლენა ძალიან აგანერვიულებთ, მაგრამ თავშეკავება და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. ურთიერთობებში ეცადეთ მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოოთ, თორემ შესაძლოა, დიდ გაუგებრობაში მოჰყვეთ. პარტნიორების მოულოდნელი მოქმედება გაიძულებთ, ბევრი იშრომოთ და შესაძლოა, თქვენთვის უცნობი საქმითაც კი დაკავდეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს სასურველია, აქტივობა ცოტა შეანელოთ და ძალები აღიდგინოთ. ზოგი მშვილდოსანი ახალ, საინტერესო პროექტს დაიწყებს, რომელიც სწრაფ მოგებას მოიტანს. ხელსაყრელი დღეა წვეულებებისა და ზეიმების მოწყობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, შეუძლოდ ყოფნა არ გემუქრებათ.
თხის რქა
10 ოქტომბერს საშუალება გექნებათ, საკუთარი შრომის შედეგებით იამაყოთ. დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვებისგან გათავისუფლების დღეა, რომელიც ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან წარმატებულ ურთიერთობას გააბამთ, თუმცა ზედმეტმა აჩქარებამ და მეტოქეების ჩარევამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს.
მერწყული
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგეტიკული დონე საკმაოდ მაღალია, უმჯობესია, საქმიანი აქტივობა შეანელოთ და შრომატევადი პროექტები არ დაიწყოთ. ამ დღეს შეიძლება, ფინანსურ ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულმა შეხვედრამ ძალიან გაგანერვიულოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გაუმართლებელ რისკებს უნდა მოერიდოთ.
თევზები
მოულოდნელი მოვლენები და სიურპრიზები გელით. გირჩევთ, გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით უსმინოთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. უფროსი ნათესავების რჩევა ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს მეტი დრო დაუთმოთ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც გამძიმებთ და წინსვლაში ხელს გიშლით.