1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქარტიის ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის კანდიდატზე დათანხმებას არცერთი პარტია არ აპირებს, სიამოვნებით დავაკვირდები ამ „სანტა ბარბარას“-რაქვიაშვილი
ქარტიის ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის კანდიდატზე დათანხმებას არცერთი პარტია არ აპირებს, სიამოვნებით დავაკვირდები ამ „სანტა ბარბარას“-რაქვიაშვილი

ქარტიის ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის კანდიდატზე დათანხმებას არცერთი პარტია არ აპირებს, სიამოვნებით დავაკვირდები ამ „სანტა ბარბარას“-რაქვიაშვილი

258
0

დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერი არცერთი პარტია არ აპირებს მის შესრულებას, მით უმეტეს პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატზე დათანხმებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, სიამოვნებით დააკვირდება მორიგ „სანტა ბარბარას“.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, როგორც იქნა პრეზიდენტს გაახსენდა საკუთარი ქარტია და დაიწყო აქტიურობა, რაც იქ წერია რეალობას დაემსგავსოს. მე ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა პრემიერობის კანდიდატის ნაწილი, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე სახალისო ნაწილი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, არცერთი პარტია, რომელმაც ქარტიას ხელი მოაწერა გულის სიღრმეში არ აპირებს ამ ქარტიის შესრულებას, მით უმეტეს პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატზე დათანხმებას. სიამოვნებით დავაკვირდები ამ მორიგ „სანტა ბარბარას“, რომელიც, სავარაუდოდ, დაიწყება, როცა პრემიერობის კანდიდატზე დაიწყებენ ვაჭრობას. დაველოდოთ, საინტერესოა, ვინ ეყოლება პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატად არჩეული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.