რუსეთის მოქალაქეებს TOEFL-ის გამოცდის ჩაბარება აუკრძალეს -BBC
575
0
ინგლისური ენის – TOEFL-ის გამოცდის ორგანიზატორებმა რუსეთის მოქალაქეებს გამოცდებზე რეგისტრაცია აუკრძალეს, – ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ავრცელებს.
„რუსეთის მოქალაქეები ვეღარ ჩააბარებენ TOEFL-ის ინგლისურ გამოცდას, რომელსაც ტესტირების ამერიკული საგანმანათლებლო სამსახური (ETS) ატარებს. TOEFL-ის სერთიფიკატი ბევრ უცხოურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლადაა საჭირო“, – წერს BBC.
„უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მოთხოვნის შესაბამისად, თქვენი წვდომა TOEFL-ის პროდუქტებსა და სერვისებზე შეზღუდულია“, – ამ ტექსტს ხედავენ რუსები, რომელთაც გამოცდაზე რეგისტრაცია სურთ და მოქალაქეობის დაზუსტების გრაფის შევსება უწევთ.
OFAC არის ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სანქციების შესრულების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი.