1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება – ხვიჩია
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება – ხვიჩია

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება – ხვიჩია

365
0

პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ “გირჩის”  ლიდერმა  იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი  თქმით, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება.

 

„ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობა თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია, გაჩნდეს პარტიის შიდა დისკუსიები, მსჯელობები, განსხვავებული შეხედულებები, გამოიკვეთონ ადამიანები, რომლებთან შეთანხმება შესაძლებელია და ამ შეთანხმებას ფასი აქვს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაციური  წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“.