1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით – რას წერს Sunday Observer
როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით – რას წერს Sunday Observer

როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით – რას წერს Sunday Observer

105
0

შრი-ლანკის ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთის „სანდი ობსერვერის“ (Sunday Observer – იბეჭდება კოლომბოში 1928 წლიდან) 22 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით“ (ავტორი – პრასანა პრემედასი, პროფესორი, თავდაცვის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი).

პუბლიკაციის შესავალში გადმოცემულია საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური და დემოკრაფიული მონაცემები, მმართველობის ფორმა, ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. „მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, შავი ზღვისა და აბრეშუმის დიდ გზის მეშვეობით, აქტიურად იყო ჩაბმული ვაჭრობაში იმდროინდელ მრავალ ქვეყანასთან – დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიებთან“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი უშუალოდ განიხილავს საქართველოს თანამედროვე მდგომარეობას, დაწყებული 1990-იანი წლებიდან:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში დაიწყო მსხვილი ეკონომიკური გარდაქმნები, თუმცა პარალელურად – ისევე როგორც სხვა პოსტასაბჭოთა რესპუბლიკები, საქართველოც ეკონომიკური კოლაფსში მოექცა (1994 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, 1989 წელთან შედარებით, ერთი მეოთხედით შემცირდა). სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა პოლიტიკური არასტაბილურობით, რეგიონული