1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლაშა ტალახაძე სამგზის  ოლიმპიური ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე სამგზის  ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე სამგზის  ოლიმპიური ჩემპიონია

306
0
🏋️‍♂️ ატაცი: 215კგ
🏋️‍♂️ აკვრა: 255 კგ
🏋️‍♂️ ორჭიდის ჯამი: 470 კგ
ზედიზედ მესამედ – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია 🇬🇪

ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, საქართველოს ისტორიაში კი ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შემდგომ მეორე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა. ბერძენი პიროს დიმასის, კახი კახიაშვილის (1992 წელს მან ოქრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, 1996 და 2000 წლებში კი – საბერძნეთის სახელით მოიგო), თურქების ხალილ მუტლუსა და ნაიმ სულეიმანოღლუს შემდეგ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.

ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლები ტოკიოსა და რიოს ოლიმპიადებზე მიიღო. ის მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.