ბრაზილიაში, თვითმფრინავი ჩამოვარდა-ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის ქალაქ ვინედოში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 62-ივე ადამიანი დაღუპულია. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ადასტურებს.
„მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, – განაცხადა ლულამ.
ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი კასკაველიდან სან პაულოში მიფრინავდა, თუმცა მან სამეთვალყურეო კოშკთან სიგნალი დაკარგა და ვინედოში ჩამოვარდა.
გავრცელებული ცნობით, ვარდნისას თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იქ არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი კასკაველიდან სან პაულოში მიფრინავდა, თუმცა მან სამეთვალყურეო კოშკთან სიგნალი დაკარგა და ვინედოში ჩამოვარდა.