1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ახალი სახალხო ფრონტი” იმარჯვებს
ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ახალი სახალხო ფრონტი” იმარჯვებს

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ახალი სახალხო ფრონტი” იმარჯვებს

287
0

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალი სახალხო ფრონტი“ იმარჯვებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.5% შეადგინა.

საფრანგეთში 30 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პირველი ადგილი ხმათა 33.15% ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ დაიკავა. მეორე ადგილზე მემარცხენე ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, რომელმაც ხმათა 27.99% მიიღო. პრეზიდენტ მაკრონის კოალიცია „ერთად რესპუბლიკისთვის“ კი მხოლოდ ხმათა 20.04%-ს დასჯერდა.

საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაკრონმა 9 ივნისს მისი მომხრეების ევროპარლამენტის არჩევნებში წარუმატებლობის ფონზე საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა.