1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება”- ირაკლი კობახიძე
” ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება”- ირაკლი კობახიძე

” ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები რჩება”- ირაკლი კობახიძე

324
0

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს ნამდვილად ასეა. ჩვენც ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები ამით იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული „ენჯეოები“, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების რიტორიკის კამპანიაში. ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ წერილსი საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილებია მოცემული და დანარჩენ დასკვნებს თვითონ გამოიტანენ. რისკები, ბუნებრივია, რჩება, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება  ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ჰქონდა.

როგორც კობახიძე ამბობს, შესაძლოა, საკითხთან დაკავშირებით ლოგიკური დასკვნები ჰქონდეს, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდება.

„შეიძლება, მქონდეს ჩემი ლოგიკური დასკვნები, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვერიდებით ასეთი დასკვნების საზოგადოების წინაშე გამოტანას. მთავარია, რომ საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები წერილიდან, რომელიც დღეს გამოქვეყნდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.