გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა
332
0
გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.
ტურნირის გახსნით მატჩში, ტრადიციულად მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის ნაკრები მონაწილეობს.
იულიან ნაგელსმანის გუნდის მეტოქე შოტლანდიის ნაკრებია. მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყო.
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. პირველ მატჩს „ჯვაროსნები“ 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.