1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლაა გავლენებისთვის, მათი რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, ბარიერიც ვერ გადალახონ -ირაკლი ზარქუა
“ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლაა გავლენებისთვის, მათი რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, ბარიერიც ვერ გადალახონ -ირაკლი ზარქუა

“ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლაა გავლენებისთვის, მათი რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, ბარიერიც ვერ გადალახონ -ირაკლი ზარქუა

268
0

“ქართული ოცნების”  დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლაა გავლენებისთვის”.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, ბარიერიც ვერ გადალახოს.

„შევშფოთდი, რომ ხაბე დაჩაგრეს, გამოიყენეს და გააგდეს. მის ნაცვლად ბოკუჩავა დანიშნეს. არ ვიცი, მისი არჩევა რა კრიტერიუმით მოხდა, ხაბე მონდომებული და მებრძოლი იყო. აგერ, ბუნების ძალებს იმორჩილებდა, როცა საჭირო იყო. ბოკუჩავაში მებრძოლი სული და ეროვნულობა რა ნახეს, არ ვიცი. ფაქტია, პარტიაში ბრძოლაა გავლენებისთვის – ბელადი მივიწყებულია, მაგრამ გამოცოცხლდა და უნდა, არჩევნებში თავისი კვოტა მიიღოს. დასავლეთიდან დაკვეთა მოვიდა, რომ ამ უსამშობლოების ლიდერი იყოს არა ბელადი სააკაშვილი, არამედ მადამ პრეზიდენტი. ამიტომ, ბელადმა თავისი ფსონების დადება დაიწყო და თქვა, „ნაცებს“ გავემიჯნები და რასაც მიიღებთ, ნახავთო. როგორც ჩანს, ბელადის ეს მოთხოვნა გაითვალისწინეს. მათი რეიტინგი მილევად რეჟიმშია და შეიძლება, ბარიერიც ვერ გადალახონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.