იაპონიაში ვულკანი საკურაძიმა ამოიფრქვა
647
0
იაპონიის კუნძულ კიუსიუზე ვულკანი საკურაძიმა ამოიფრქვა. ხელისუფლებამ განგაშის მე-5 დონე გამოაცხადა, რაც ყველაზე მაღალია.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანმა ამოფრქვევა კვირას ადგილობრივი დროით 20:05 საათზე (12:05 BST) დაიწყო.
ეროვნული მაუწყებლის, NHK-ის ინფორმაციით, დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ფერფლი და კვამლი 2,5 კილომეტრის სიმაღლეზე იფრქვევა.
უახლოესი დასახლება არის ქალაქი კაგოშიმა, რომელიც ვულკანის ყურის გასწვრივ, დაახლოებით ორი მილის მოშორებით მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
საკურაძიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.