“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მიღებას თურქეთიც განიხილავს- Global Voices
“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მიღებას თურქეთიც განიხილავს.
Global Voices-ის ინფორმაციით, კანონპროექტი თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს – დიდ ეროვნულ ასამბლეას 1 ივლისს წარედგინება.
დოკუმენტით, ფართოვდება ტერმინ “ჯაშუშობის” განმარტება და პირს, რომელიც “უცხოური გავლენის აგენტად” მიიჩნევა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
კრიტიკოსები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადების მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ის უბრალოდ კიდევ ერთ კანონიერ საბაბად იქცევა ხელისუფლებისთვის, რომ სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებას შეუტიოს.
კანონპროექტი ითვალისწინებს პატიმრობას, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთას.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დაახშობს სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში, რომელიც ისედაც დაბალ ადგილს იკავებს თავისუფლებების გლობალურ ინდექსებში.
“კრიტიკოსები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონპროექტი მიმართულია გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, – წერს Global Voices.