ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას – ბაიბა ბრაჟე
215
0
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლიმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც დიდი პროტესტი გამოიწვია საქართველოში და აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.