1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,შეშფოთებულები ვართ როგორც კანონმდებლობით, ასევე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ანტიდასავლური რიტორიკითაც” – მეთიუ მილერი
,,შეშფოთებულები ვართ როგორც  კანონმდებლობით, ასევე  „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ანტიდასავლური რიტორიკითაც” – მეთიუ მილერი

,,შეშფოთებულები ვართ როგორც კანონმდებლობით, ასევე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ანტიდასავლური რიტორიკითაც” – მეთიუ მილერი

229
0

წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვხედავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერს ჰკითხეს: „„ქართულმა ოცნებამ“ დღეს დააინიცირა კრემლის მიერ ინსპირირებული ახალი პროექტი, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ემსახურება, რაიმე კონკრეტული პროცესი, როგორ შეიყვანენ მონაცემებს ბაზაში, არ დაუსახელებიათ. საიდან მოდის ეს?“ რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა: „არანაირი შეფასება არ მაქვს ამ კონკრეტულ საკითხზე“.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს, საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ხშირად ეს აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“, – აღნიშნა მილერმა.