1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – შარლ მიშელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – შარლ მიშელი

123
0

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისთვის, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის ყურად უნდა იქნას მიღებული.

„ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგი ახლა საჭიროა.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.