1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა -ინგოროყვას კლინიკის დირექტორი
ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა -ინგოროყვას კლინიკის დირექტორი

ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა -ინგოროყვას კლინიკის დირექტორი

266
0

პაციენტს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. საბედნიეროდ, არაოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი, რომელიც გაკეთდება,- ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ექიმის თქმით, ლევან ხაბეიშვილის სახის არის გარდა სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო რაც შეეხება თვალს, მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.

„ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.

ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად“,- განაცხადა კახა ჭელიძემ.