,,ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს”- გიორგი ვოლსკი
192
0
ყველას ვინც მოვა, უნდა ახსოვდეს მთავარი რამ, რომ საქართველოა უპირველეს ყოვლისა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
„ეს არის ყველაზე პრინციპული მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია განვითარდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.