1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. აშშ და ისრაელი ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის აღკვეთას ცდილობენ”- მედია
აშშ და ისრაელი ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის აღკვეთას ცდილობენ”- მედია

აშშ და ისრაელი ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის აღკვეთას ცდილობენ”- მედია

71
0

შეერთებული შტატები და ისრაელი ცდილობენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემა აღკვეთონ, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საინფორმაციო ვებგვერდ Walla-ზე ანალიტიკოსი ბენ კასპიტი წერს, რომ ნეთანიაჰუ “უჩვეულო სტრესის ქვეშაა” ჰააგის სასამართლოს მიერ მისი და სხვა ისრაელელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის პერსპექტივის გამო, რაც ისრაელის საერთაშორისო სტატუსის მნიშვნელოვან გაუარესებას გამოიწვევს.

Haaretz-ის ანალიტიკოსი, ამოს ჰარელი წერს, რომ ისრაელის მთავრობა მუშაობს იმ ვარაუდით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერი გასცეს.

ჰარელის ინფორმაციით, აშშ, რომელიც ისრაელის მსგავსად არ არის რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის სტატუტის ხელმომწერ 124 ქვეყანას შორის, უკვე ჩართულია დაკავების ორდერების გაცემის დაბლოკვის მცდელობებში.