1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ ცხოვრობენ რუსები თბილისსა და ბათუმში?
როგორ ცხოვრობენ რუსები თბილისსა და ბათუმში?

როგორ ცხოვრობენ რუსები თბილისსა და ბათუმში?

676
0

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ) აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ ცხოვრობენ რუსები თბილისსა და ბათუმში“ (ავტორი – ლილია გავიალიევა).

 

„უვიზო რეჟიმი, კომფორტული კლიმატი და მინიმალური ენობრივი ბარიერი: 24 თებერვლის შემდეგ საქართველო ერთ-ერთი სასურველი და კომფორტული ადგილი გახდა რუსი ემიგრანტებისათვის. ადგილობრივი უწყებების მონაცემებით, ივნისში საქართველოში 90 ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. საინტერესოა, რომ ჩამსვლელებიდან ლომის წილი ტურისტებს კი არ უკავიათ, არამედ იმათ, ვინც ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით აიღო.

 

საინტერესოა, რა სიძნელეები ხვდებათ წინ რუსებს და როგორ ეჩვევიან ისინი ადგილობრივი ცხოვრების წესებს?

 

საქართველოში ცხოვრებისათვის ვიზა და ბინადრობის მოწმობა საჭირო არ არის. ადგილობრივი კანონები უფლებას აძლევენ რუსებს ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში იყვნენ. ამ ვადის დასრულებისას, საქართველოდან წამოხვალ და შემდეგ ისევ შეგიძლია შესვლა.

 

რუსების საცხოვრებლად ყველაზე ხშირად თბილისსა და ბათუმს ირჩევენ. ვინც სანქტ-პეტერბურგიდან ან მოსკოვიდან არის, მათთვის თბილისია სასურველი, სადაც ყველაფერია მეგაპოლისებისათვის დამახასიათებელია – ინფრასტრუქტურა, სამთავრობო დაწესებულებები, ტრანსპორტი (მეტრო) და ა.შ. თუმცა თბილისში პრობლემებიც არის, მაგალითად საცხოვრებელი ბინის საკითხი, რომლის დაქირავება საკმაოდ ძვირია თვეში – 500-600 დოლარი.

 

უფრო ძვირია ცხოვრება ბათუმში, სადაც ერთოთახიანი ბინის დაქირავება ათასი დოლარი ღირს, სამოთახიანის – სამი ათასი.

თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ბანკებში ანგარიშის გახსნა პრობლემატურიაო, მაგრამ ახლა ეს საკითხი მოგვარებულია.

ენის საკითხი: რუსულად საკმაოდ ბევრი საქართველოს მოქალაქეს შეუძლია საუბარი, ინგლისურადაც, მაგრამ შეიძლება საავადმყოფოებში ან ბანკებში შეგხვდეთ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე ლაპარაკობს. 

 

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაცია არ ხდება. შეიძლება შეგხვდეთ წარწერები Russians go home კედლებზე ან სადმე, მაგრამ პრაქტიკაში რუსებს არავინ არ დევნის.

 

კიდევ ერთი პოპულარული მითი – საქართველოში ბევრი პრობლემებია ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებითო. სინამდვილეში თბილისი ამ მხრივ მოსკოვს არ ჩამოუვარდება: კომუნალური მომსახურების ხარჯები ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება გადაიხადო, იმავენაირად ხდება ტაქსების გამოძახება, ავტომანქანების დაქირავება, შეიძლება წამლებისა და პროდუქტების შეკვეთა ბინაში მიტანით და ასე შემდეგ.

წყარო