1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია! -ხაზარაძე
პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია! -ხაზარაძე

პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია! -ხაზარაძე

271
0

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების” თავხედური გამოხტომები ვერ შეცვლის ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას და ევროპის პოლიტიკას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში, – ასე ეხმიანება პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან დაკავშირებით.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ელჩი ჰარცელის პოზიტიური წვლილი, საქართველოს უახლეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში, შეუფასებელია.

„პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია! მმართველი პარტიის მოლაპარაკე თავების მხრიდან მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებაა. ჩემი სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელს, შესანიშნავ ელჩს და საქართველოს გულითად მეგობარს. ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს, მისი დიდი შრომა გაღრმავებულიყო კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. “მიშელის დოკუმენტი”, 8 მარტის შეთანხმება, მილიონობით ევრო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად – ელჩი ჰარცელის პოზიტიური წვლილი, საქართველოს უახლეს პოლიტიკურ/ეკონომიკურ პროცესებში, შეუფასებელია. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” თავხედური გამოხტომები ვერ შეცვლის ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას და ევროპის პოლიტიკას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი „განსხვავებულად იმოქმედებს“.