1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის?” – მამუკა მდინარაძე
“რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის?” – მამუკა მდინარაძე

“რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის?” – მამუკა მდინარაძე

136
0

როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის – ამაზე პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ხომ არ უთქვამს ბატონ ბორელს (ჩვენი პატივისცემა მას, ჩვენი დისკუსიისა და ცხარე კამათის მიუხედავად) რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპას საქართველოს? რაც შეიძლება საფრანგეთისთვის უფრო მკაცრი ფორმით, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის – ამაზე პასუხი არ არსებობს.

რაც შეეხება პირობას, როდესაც მე და თქვენ რაღაცაზე შევთანხმდით, მე ვამბობ, რომ გავიწვიე კანონი და აღარ დავაბრუნებ; თქვენ ამბობთ, რომ NGO-სექტორი ისედაც გამჭვირვალეა – როდესაც შემდეგ ის კიდევ უფრო გაუმჭვირვალე ხდება, ჩემი პირობა შეუძლებელია ძალაში იყოს. ჩემი ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად, ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.