ძალიან გულზე კი მოხვდა ხელისუფლებას სპორტსმენების პროტესტი -რომან გოცირიძე
ძალიან გულზე კი მოხვდა ხელისუფლებას სპორტსმენების პროტესტი. ჯერ სადაა. თუ დროზე არ გაიწვიეს რუსული კანონი, პროტესტი მერე ნახონ. – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთზე ასეულ მილიონობით ლარი იხარჯებოდა, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საკლუბო ფეხბურთი სრულიად დეგრადირდა. დღეისათვის უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველოს 46-ე ადგილი უჭირავს და მხოლოდ რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს უსწრებს. ფარერის კუნძულებიც კი ჩვენზე წინაა. ამ რეიტინგში ყველაზე უარესები ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისაც-აზერბაიჯანი 27-ე ადგილზეა, მოლდოვა 31-ე, ყაზახეთი 33-ე, სომხეთი 36-ე.
პრემიერ-მინისტრმა საკლუბო ფეხბურთის კრახი არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის დინამოს მესაკუთრეს, რომან ფიფიას დააბრალა. გასაგებია, რატომაც, “დინამომ” დაგმო აგენტების რუსული კანონი. კობახიძემ არგუმენტად ის ფაქტი მოიყვანა, რომ თურმე თბილისის “დინამო” საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფება. არა და ფეხბურთი რომ ესმოდეს, ამას არ იტყოდა. ეს ფაქტი სულაც არ არის ცუდი, ერთი კლუბის ჰეგემონიას კონკურენტული კლუბებიც გაჩენა რომ სჯობია, ამასაც ვერ მიმხვდარა.
თბილისის “დინამო” 19-ჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, მათ შორის 5-ჯერ ქოცობის პერიოდში და 8-ჯერ ფიფიას ხელში. კარგია, რომ კონკურენტები გამოუჩნდა ბათუმის და სხვა კლუბების სახით.
ძალიან გულზე კი მოხვდა ხელისუფლებას სპორტსმენების პროტესტი. ჯერ სადაა. თუ დროზე არ გაიწვიეს რუსული კანონი, პროტესტი მერე ნახონ.
ისე, რატომ არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება სპორტულ ფედერაციებზე? იმიტომ ხომ არა, რომ მათი თავმჯდომარეები პარლამენტში სხედან? თუ მიზეზი უფრო დიდია? ერთიცაა და მეორეც, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც მეორეა -ფიფადან, უეფადან და სხვა ორგანიზაციებიდან მოკვეთის საფრთხე დაემუქრებათ. ისე, ლაშა ტალახაძეს აგენტს რომ დაუძახებ და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს უწოდებ, ხომ დრუზა 500 კილოგრამიანი შტანგა პარლამენტის სპიკერატს? რა დარჩება იმ ამაღლებული ტრიბუნიდან, ძნელი მისახვედრი არ არის. ბექაური რას უზამს, არც ისაა ძნელი მისახვედრი. აი მშვილდოსნების ნატყორცნი ისარი კი ნამდვილად არ აცდებათ იმ “ერთ ადგილს” რომლის დაცვასაც საკონსტიტუციო დონეზე აპირებენ.
ქაჯები მართლა ესენი!” -წერს, რომან გოცირიძე.