1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

471
0

22 აპრილს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +28 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.