Nord Stream 1-მა გაზის მიწოდება განაახლა – Reuters
Nord Stream 1-ის გაზსადენით გაზის მიწოდება გრაფიკის შესაბამისად განახლდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გუშინ გაზსადენმა სარემონტო სამუშაოების შემდეგ დროულად განაახლა გაზის მიწოდება.
გაზსადენი, რომელიც ევროკავშირში რუსული ბუნებრივი გაზის მესამედზე მეტის ექსპორტს უზრუნველყოფდა, 10 დღის განმავლობაში გაჩერებული იყო.
Reuters-ს წყარომ ასევე უთხრა, რომ განახლების მიუხედავად, დღიურად 160 მლნ კუბური მეტრი გაზის გატარების ნაცვლად, სავარაუდოდ, გაზის მიწოდება უფრო ნაკლები იქნება.
რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანია “გაზპრომმა” გასულ თვეს ევროპაში გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა, რაც ტექნიკური მიზეზებით ახსნა. კერძოდ, გაზპრომი Siemens Energy-ს ადანაშაულებდა შესაკეთებელი ტურბინის დაბრუნების შეფერხებაზე. Nord Stream 1 ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენია, რომლითაც გერმანია რუსულ გაზს იღებს