1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს მხარეს ვინც დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მხარეს ვინც დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს მხარეს ვინც დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა -შალვა პაპუაშვილი

113
0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს მხარეს არ დგას, ხოლო ვინც საქართველოს მხარეს დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

„მგონი, ოპოზიცია თავადაც კარგად ხვდება, სად იმყოფება, მარტივი მიზეზის გამო – ისინი არ დგანან საქართველოს მხარეს, ხოლო ვინც დგას საქართველოს მხარეს, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს არის გაკვეთილი მათთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4 პროცენტს მიიღებდა.