ნახევარი საქართველო სადღაც არის გადახვეწილი, უცხოეთში მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს -ელისაშვილი
ნახევარი საქართველო სადღაც არის გადახვეწილი. უცხოეთში მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელისაშვილის თქმით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, რომ მარტივად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
„რეალობაა, რომ ნახევარი საქართველო გადახვეწილია სადღაც – ზოგი ამერიკაში, ზოგი ბარიში, სადაც ყველა ქართულად ლაპარაკობს და იტალიურად თითქმის არავინ ისევე, როგორც სალონიკში, სადაც იმდენი ქართველი ცხოვრობს, მგონი, ცოტა ხანში რეფერენდუმს ჩაატარებენ და საქართველოს შემოუერთდება.
საქართველოს მოქალაქეები მთელ ევროპაში არიან გაფანტული, მათ ხომ აქვთ უფლება, ათი საათი არ იფრინონ და ხუთი ათასი დოლარი არ გადაიხადონ, რათა ბიულეტენზე ვინმე შემოხაზონ. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ თუ არა, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობა მარტივი იყოს? ხელისუფლებას სურს, მათი ხმები ნაკლებად აისახოს, რადგან კრიტიკულად განწყობილი არიან. უცხოეთში უფრო მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.