1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
289
0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 764 ადამიანი, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა. 4979 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში.
სულ ჩატარდა 72 073 ტესტი, რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 10.84%-ს შეადგენს.