1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღეებისთვის, რადგან რევოლუციურ სცენარებს უკვე წერენ -მათიკაშვილი
რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღეებისთვის, რადგან რევოლუციურ სცენარებს უკვე წერენ -მათიკაშვილი

რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღეებისთვის, რადგან რევოლუციურ სცენარებს უკვე წერენ -მათიკაშვილი

147
0

რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღეებისთვის, რადგან რევოლუციურ სცენარებს უკვე წერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს, ისინი ხუთპროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ.

„პრეზიდენტმა ერთი ევროპული ქვეყანა მაინც დაასახელოს, სადაც მის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რითაც ცესკო-ს მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს. ის წესი სად მოქმედებს, სადაც თავმჯდომარის არჩევა ამხელა კვორუმით უნდა მოხდეს. რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი დღეებისთვის, რადგან რევოლუციურ სცენარებს უკვე წერენ. იციან რა, რომ საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ, ისინი ხუთპროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავენ. დღესვე რევოლუციური სცენარებისთვის ემზადებიან. მათ საკუთარი მიზნების „სოუსში“ შეფუთვა უნდათ, რომ მათი წარმომადგენელი მოადგილედ შემოგვთავაზონ და არჩევნები მას ჩაატარებინონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.