1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პეტრე ცისკარიშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება, აირჩევა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას თავმჯდომარე დაერქმევა
პეტრე ცისკარიშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება, აირჩევა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას თავმჯდომარე დაერქმევა

პეტრე ცისკარიშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება, აირჩევა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას თავმჯდომარე დაერქმევა

0

„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობის ჩატარების თარიღად 5 აგვისტოს, 15:00 საათი განისაზღვრა.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იქნება ტექნიკური ხასიათის ყრილობა.

„დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დელეგატები, როგორც წესია, იქნებიან დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს. დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისთვის და ჩატარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობა შვიდი ადამიანით განისაზღვრა”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, თინა ბოკუჩავას, როგორც პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ის ქალაქში არ იმყოფება.

„სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი ამ კალენდარული მოცემულობიდან გამომდინარე ქალაქში არ იმყოფება, ზოგი დისტანციურად ჩაგვერთო. არ იყო შესაძლებელი, თინას დავლოდებოდით. ყრილობა იმართება იმ დროს, როდესაც თინა ქალაქში იქნება. ყრილობის ჩატარების წინამოსამზადებელი საორგანიზაციო ეტაპია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება. ჩვენ ყველას ვერ დავუმიზნებთ ლოგისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა-არყოფნას. იმედი გვაქვს, 5 აგვისტოს შემოგვიერთდება”, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

კითხვაზე, იწყება თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის პარტიის გადაბარების პროცესი, პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ „ასეთ საკითხებზე წინასწარ შეთანხმება არ ხდება, ამ გადაწყვეტილებას ყრილობა იღებს”.

„ასე არ ხდება, რომ პარტია ვინმეს გადაებარება, ჩაიბარებს და ასე შემდეგ. პარტიაში არის ცოცხალი დისკუსია. რას ჰქვია – გადაიბარებს? ყრილობა ვისაც აირჩევს თავმჯომარედ, ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას დაერქმევა თავმჯდომარე. გადაიბარებს და გადმოიბარებს – რას ჰქვია?!” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.