1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “იტალ ფარმაკოსთან” გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის
“იტალ ფარმაკოსთან” გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის

“იტალ ფარმაკოსთან” გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის

0

იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან” ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან”, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის, ექვსი 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მადლობა მინდა, გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში.

მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს პირადად მისი გადაწყვეტილებისთვის და პირადი ჩართულობისთვის, რამაც გახადა შესაძლებელი პროცესის წარმატებით წარმართვა და მისი ბოლომდე მიყვანა. ასევე მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში.

რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც ადრე იყო საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ცხადია, გავუზიარებთ ინფორმაციას. უახლოესი დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით უკვე ინფორმაციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.