1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სუროგატი დედების მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს
სუროგატი დედების მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

სუროგატი დედების მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

124
0

სუროგატი დედების მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა იზრდება. 2018 წელს სუროგაციიs გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი დაახლოებით 500 თუ იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.