1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უსინდისო, თავხედი, მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე – ბოკერია
უსინდისო, თავხედი, მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე – ბოკერია

უსინდისო, თავხედი, მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე – ბოკერია

611
0

„უსინდისო, თავხედი, მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდებიან და ამხელენ ზეწოლაში.“ – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას.

მისი თქმით, ცდილობენ, ამ ბოდვაში გვამყოფონ, რომ თურმე ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხე ამერიკასა და ევროპიდან მოდის.

„ჩვენ ეს ნაგავი მთლიანად გვერდით უნდა გავწიოთ, არც უნდა მივაქციოთ საერთოდ ყურადღება.

ამ ბოდვის სათავეში არის ივანიშვილი და ამ კაცის ეს საქციელი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, იმიტომ რომ საკუთარი ძალაუფლებისთვის ის უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს, სადაც არის ჩვენი ადგილი და სადაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი და დაცული ქვეყანა.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ისიც უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.