1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ -CNN
ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ -CNN

ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ -CNN

177
0

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ. ამ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა.

CNN-ის წყაროების ცნობით, ზელენსკიმ თათბირზე განუცხადა ზოგიერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, რომ „მიღებული აქვს გადაწყვეტილება ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.