1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა -პაველ ჰერჩინსკი
მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა -პაველ ჰერჩინსკი

მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა -პაველ ჰერჩინსკი

43
0

ევროკავშირის ელჩი საქართველოში მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა მისთვისაც საინტერესოა.

„ვიცი, რომ დღეს იქნება გარკვეული განცხადებები, მიმდინარეობს პროცესი პარლამენტში. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რაც არ უნდა გადაწყვიტონ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღეს „ქართული ოცნების“ მერვე ყრილობაზე პოლიტსაბჭოს სხდომა შედგება და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად წარადგენს.