1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში -გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე
უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში -გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში -გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

267
0

უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით განაცხადა.

„უკვე ერთმანეთს ასწრებენ იმას, რომ ჩაუშვან, ვინ უფრო მეტად აშავებდა საქართველოს ბრიუსელში, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საინტერესო. ეს ხალხი გაშიფრულია როგორც ქვეყნის მოღალატეები და გაშიფრულია ისიც, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია წინ მიიწევს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციაში საჯარო აღიარება გრძელდება – ვინ მოქმედებდა ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ქვეყნის ევროპული მომავალის წინააღმდეგ, ამაზე ამჯერად უკვე თაკო ჩარკვიანი საუბრობს. დეპუტატი კონკრეტული პოლიტიკოსის გვარს და პარტიას არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს , რომ სტატუსის მინიჭებას ნამდვილად ეწინააღმდეგებოდნენ.