1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მორიგ ავღანეთად არ გადაიქცევა -აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მორიგ ავღანეთად არ გადაიქცევა -აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

168
0

„რესპუბლიკელებს“ სურთ, მიიღონ პასუხი კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს აშშ-ის საბოლოო მიზანი და სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მორიგ ავღანეთად არ გადაიქცევა. როგორც ხედავთ, ამერიკელებს აქვთ კითხვები, რატომ უნდა გრძელდებოდეს ეს ყველაფერი სათანადო პასუხების გარეშე. ასე რომ, მე ამ პასუხებს მოვითხოვ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

61 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი ტრანში, საიდანაც 44 მილიარდი დოლარი სამხედრო საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი, დაბლოკილია კონგრესში „რესპუბლიკური“ უმრავლესობის მიერ, რომელსაც სურს უკრაინისათვის დახმარება მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრებას მიაბას.